შს მინისტრის მოადგილე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი 13 ივნისს გარდაცვლილი ზურაბ მუზაშვილის ოჯახში იმყოფებოდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი 2015 წლის 13 ივნისს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელ აღაიანში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩავიდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამსახურის წარმომადგენლებმა გმირი მეხანძრე-მაშველის ოჯახი მოინახულეს და სოფელში არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის მოვლენების დროს სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდა. მან ვერეს ხეობაში 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო