ჩინეთის დედაქალაქ პეკინში კორონავირუსის ახალი კლასტერის გავრცელებასთან დაკავშირებით 11 უბნის მოსახლეობა კარანტინში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უბნები, სადაც კარანტინი დააწესეს, „ხინფადის“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელსაც ახალი კლასტერის გავრცელების წყაროდ მიიჩნევენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი ჯერჯერობით ბაზრობაზე დასაქმებულ 45 პირს დაუდასტურდა, თუმცა ყველა თანამშრომლის გამოკვლევა ჯერ არ დამთავრებულა.
როგორც სააგენტო Xinhua -ს ბაზრის ხელმძღვანელმა განუცხადა, ვირუსი იმპორტირებული ორაგულის დასამუშავებელ დაფაზე აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ პეკინში ახალ კლასტერთან დაკავშირებული კიდევ ერთი ბაზარი დახურეს. ახლომდებარე 9 სკოლასა და საბავშვო ბაღში კი მომავალი კვირიდან სასწავლო პროცესი შეწყდება.