მარიამ ჯაში -  უკვე მოდის ხმები, რომ მუნიციპალიტეტების დასუფთავების სამსახურში, ბაღებსა და სკოლებში დასაქმებულებს აფრთხილებენ, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე არ იფიქრონ

„ჩვენამდე უკვე მოდის სერიოზული ხმები, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მასშტაბით ხდება დასუფთავების სამსახურებში, ბაღებში, სკოლებში და სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტებში დასაქმებული ხალხის გაფრთხილება, რომ არავითარ შემთხვევაში არ იფიქრონ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობაზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო- სახალხო განხილვისას განაცხადა.

„ეს არის ინფორმაცია, რომელსაც მე ვღებულობ. შეიძლება არ დასტურდება, მაგრამ ძალიან სერიოზული ვარაუდი უკვე არის. გთხოვთ, რომ ყველამ მაქსიმალურად უზრუნველყოთ მსგავსი, თუნდაც ჭორების დონეზე გავრცელებული ინფორმაცია იყოს გამორიცხული“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, რომ ხელისუფლებამ არ დაუშვას რაიმე ტიპის ზეწოლა ბიზნეს სექტორის იმ წარმომადგენლებზე, ვინც ოპოზიციურ პარტიებს დაეხმარება.

„არაერთ ბიზნესმენს, რომელიც იყო წინა ადმინისტრაციის ტერორის მსხვერპლი და ვერ იპოვა სამართალი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, აქვს სურვილი ჩვენი თანადგომის. მე ვსარგებლობ შემთხვევეით, რომ ბატონ არჩილს პირადად მივმართო, მან პირადად აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა, რომ არ დაუშვათ რაიმე ტიპის ზეწოლა ბიზნეს სექტორის იმ წარმომადგენლებზე, რომელსაც ექნება სურვილი ჩვენი ან სხვა ოპიზიციური პარტიის დახმარების. ჩვენ სერიოზულად ვითანამშრომლებთ დიპლომტიურ კორპუსთან და ნებისმიერი მსგავსი შემთხვევა იქნება კომუნიკაციის უმაღლეს რანგში აწეული“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა