არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც წუხს, რომ ბიზნესი მას არ აფინანსებს, ხალხს ნაცარს აყრის თვალებში

მემგონი დღეს ბიზნესზე ზეწოლა სალაპარაკო არ უნდა იყოს, ვინაიდან 2012 წლიდან დღემდე არცერთ პოლიტიკურ პარტიას, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, რეალური დასაბუთებული პრეტენზია, რომ მისი დაფინანსება ვინმეს სურს და არ აფინანსებს, არ მოუტანია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვისას განაცხადა, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეეთერით მიმდინარეობს. ამით პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა დეპუტატ მარიამ ჯაშის მოწოდებას, რომ ხელისუფლებამ ბიზნესის სექტორზე ზეწოლა არ დაუშვას.

თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამბობს, რომ ბიზნესი მას „ქართული ოცნების“ შიშით არ აფინანსებს, „ხალხს თვალებში ნაცარს აყრის“. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამაზე საუბარი პოლიტიკური ამნეზიაა.

„მემგონი დღეს ბიზნესზე ზეწოლა სალაპარაკო არ უნდა იყოს, ვინაიდან 2012 წლიდან დღემდე არცერთ პოლიტიკურ პარტიას, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, რეალური დასაბუთებული პრეტენზია, რომ მისი დაფინანსება ვინმეს სურს და არ აფინანსებს, არ მოუტანია. ყოველ შემთხვევაში, მე არ მინახავს. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც წუხს, რომ ბიზნესი მას არ აფინანსებს, ხალხს ნაცარს აყრის თვალებში და ამას ხსნის იმით, რომ ბიზნეს ეშინია „ქართული ოცნების“ და იმიტომ არ გვაფინანსებს ჩვენო, ეს არის პოლიტიკური ამნეზია. ბიზნესი, რომელიც ღამ-ღამობით მიგყავდა პროკურატურაში და თავის ქონებას ჩუქნიდნენ სახელმწიფოს, ბიზნესი, რომელსაც მილიონობით უსამართლო გადასახადს აკისრებდი, ბიზნესი, რომლის ხელმძღვანელებიც ციხეში გყავდა, ხშირ შემთხვევაში არაადამიანური მოპყრობის პირობებში, ეს ბიზნესი თუ დღეს შენთან არ მოდის და არ გაფინანსებს, ამით გაკვირვება უბრალოდ თვალთმაქცობაა. რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ პარტიებს, თუ იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც ამ სისტემურ დანაშაულებში არ იყო ჩართული, მათი ნებისმიერი პრეტენზია თუ საჩივარი იქნება სათანადოდ განხილული, თუ ისინი მოიტანენ კონკრეტულ ფაქტებს, რომ ბიზნესს უნდა მათი დაფინანსება და არ აფინანსებს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართა, რომ ხელისუფლებამ არ დაუშვას რაიმე ტიპის ზეწოლა ბიზნეს სექტორის იმ წარმომადგენლებზე, ვინც ოპოზიციურ პარტიებს დაეხმარება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო