კახა კალაძე - ჩვენთვის ოფიციალური ამერიკის პოზიცია ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ჩვენთვის ოფიციალური ამერიკის პოზიცია ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რამდენად სახიფათო იქნება სტრატეგიული პარტნიორების გზავნილები ქვეყნის განვითარებისთვის.

მისივე თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული თუ ვნახავთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს, საქართველოს წინსვლა აქვს.

"ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენთვის ოფიციალური ამერიკის პოზიცია ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია . 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ თუ ვნახავთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს, საქართველოს აქვს წინსვლა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ წარსულში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავბრუნდეთ და რა თქმა უნდა, ის რა მიმართულებითაც გვაქვს სამუშაო, რეფორმები განსახორციელებელი, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა გაკეთდეს",- განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო