,,კინგსმა“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით ,,ცოდნის ინდიკატორი“ შექმნა, რომელიც მოსწავლეებს ცოდნის შემოწმებაში ეხმარება

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში სკოლის 564 000 მოსწავლე და მილიონობით ახალგაზრდა მთელს მსოფლიოში ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. დისტანციურ სწავლებას თავისი სირთულეები ახლავს და, რა თქმა უნდა, სრულყოფილად ვერ ანაცვლებს სტანდარტულ საგანმანათლებლო პროცესს. სწორედ ამიტომ ,,კინგსმა“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით შექმნა ახალი პროდუქტი ,,ცოდნის ინდიკატორი“, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება დისტანციური სწავლებისას განვლილი მასალის ცოდნის შემოწმებაში. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ტესტირება შესაძლებელია ვებგვერდზე www.kings.ge, რეგისტრაციის შემდგომ მოსწავლე იწყებს უფასო ტესტირების პროცესს.

„ტესტის დასრულების შემდეგ, სამ სამუშაო დღეში, მოსწავლე მიიღებს პერსონალურ უკუკავშირსა და ინდივიდუალურ რეკომენდაციებს დარგის ექსპერტებისგან. რეკომენდაცია გაიცემა თითოეული კომპონენტის (თემატიკის) გაანალიზების შედეგად.

,,ცოდნის ინდიკატორი“ მოიცავს ყველა სასკოლო საფეხურის (1-12) სამი ძირითადი საგნის - ინგლისური ენის, ქართული ენისა და მათემატიკის ცოდნის კომპონენტებს. ტესტირების გავლა მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მსურველ მოსწავლეს შეუძლია.

,,კინგსი“ განათლების სფეროში 2012 წლიდან საქმიანობს და მისი მიზანია, ზოგადი განათლების დონის გაზრდა სწავლის მიმართ მოტივაციის ამაღლებითა და მუდმივგანახლებადი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვით მათ მიერ ორგანიზებულ სასწავლო აქტივობებში,“- აღნიშნულია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა