ლონდონში ულტრამემარჯვენე ჯგუფები და ანტირასისტული მოძრაობის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ლონდონში ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის აქციებზე შეხლა-შემოხლა მოხდა. კონკრეტულად კი, ჩხუბი ულტრამემარჯვენე აქტივისტებსა და ანტირასისტული მოძრაობის წევრებს შორის მოხდა.

ტრაფალგარის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე მომიტინგეების პატარა დაჯგუფებები ერთმანეთს ქილებს, ბოთლებსა და ფოიერვერკებს ესროდნენ. ადგილზე სპეცრაზმი მივიდა. ულტრამემარჯვენეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

ლონდონის მერი სადიქ ხანი ანტირასისტების ჯგუფს ემხრობა და "ტვიტერზე" დაწერა: „ცხადია ულტრამემარჯვენეები იწვევენ ლონდონის ცენტრში არეულობასა და ძალადობას. მე მოვუწოდებ ხალხს, რომ მოერიდონ“.

აშშ-ში აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები მთელ მსოფლიოში არ წყდება. ლონდონში ანტირასისტული დემონსტრაციები უკვე რამდენჯერმე მოეწყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს