გიორგი ვაშაძე - თუ ოქტომბრის ბოლოსთვის მძიმე რეიტინგული და პოლიტიკური მდგომარეობა ექნებათ, შეეცდებიან, არჩევნები დეკემბრის ბოლოსთვის გადაიტანონ, პირდაპირ ვამბობ, ეს არის ცეცხლთან თამაში

როდესაც ჯანმრთელობით სპეკულირებს პოლიტიკური ძალა ეს არის ბინძური პოლიტიკური თამაში. დღევანდელი მდგომარეობით, არანაირი პრობლემა არჩევნებს ოქტომბრის ბოლოს არ ექნება , - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ „ქართულ ოცნებას“ ოქტომბრის ბოლოსთვის მძიმე რეიტინგული, პოლიტიკური მდგომარეობა ექნება, შეეცდებიან არჩევნები დეკემბრის ბოლოსთვის გადაიტანონ.

„რაც ყველაზე მთავარია თავად გახარია გამოვიდა და სამი თვის შემდეგ იძახის, რომ ყველგან უნდა გვქონდეს მასობრივი ტესტირების მექანიზმიო. მე როგორც ვხედავ ამ პროცესის გაჭიანურება სპეციალურად ხდება, რათა მათ ჰქონდეთ გეგმა "ბ". თუ ოქტომბრის ბოლოსთვის მათ მძიმე რეიტინგული პოლიტიკური მდგომარეობა ექნებათ, ისინი შეეცდებიან არჩევნები გადაიტანონ დეკემბრის ბოლოსთვის. პირდაპირ ვამბობ, ეს არის ცეცხლთან თამაში, ეს არის თამაში ადამიანების ნერვებზე, შიმშილზე, გაჭირვებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. აქედან გამომდინარე ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ დღეს არანაირი ვითარება და გარემოება არ არის იმის, რომ არჩევნები გადაიდოს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, "ქართლი ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.

"თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვა, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული. ბუნებრივია თუ ეს მოხდა ოქტომბერში და თუ იქნება აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება პირობითად, დეკემბერში",- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა