ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 5 პაციენტია მოთავსებული

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული.

ჰოსპიტლის დირექტორის თეა მიგინეიშვილი ინფორმაციით, ისინი ბოქსირებულ პალატებში გადიან მკურნალობას და მათი ნიმუშები კვლევისთვის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 25 წლის და 83 წლის ქალები, 16 წლის გოგონა, ასევე 62 წლის მამაკაცი ფოთიდან. დაიტესტა 50 წლის მამაკაცი ქუთაისიდან. ის საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია. ყველა მათგანს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. მათი ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ,,პისიარ“ კვლევისთვის. ამჟამად ისინი ბოქსირებულ პალატებში გადიან მკურნალობას“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო