ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ერთი პაციენტი გადაიყვანეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, ინფიცირებულ 9 მედპერსონალთან კავშირში მყოფი პირების ნაწილი მოძიებულია და კარანტინშია გადაყვანილი, ნაწილის ძიება კი გრძელდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდო კონტაქტებიდან დაახლოებით 20 ადამიანის პასუხი კოვიდ 19-ზე უარყოფითია.

„ ეპიდემიოლოგიური სამსახური ოპერატიულად მუშაობს. თითქმის ყველა კონტაქტი მოძიებულია, მათი ნაწილი კარანტინშია გადაყვანილი და PCR ტესტირება უტარდებათ. კონტაქტების მოძიება გრძელდება. აღმოჩნდა, რომ კარანტინში გადაყვანილ ხალხს, ვინც მათთან კონტაქტში იმყოფებოდნენ, ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდგინდათ, თუმცა, დაკვირვებას მაინც საჭიროებენ. როგორც ვიცი და ზუსტი ინფორმაცია ვისზეც მაქვს, მათთან კონტაქტში მყოფი დაახლოებით 20 ადამიანი უკვე გატესტილია და პასუხი უარყოფითია. თუმცა, სამი ახალი შემთხვევაა და ასე უცებ რაოდენობის დადგენა ცოტა ძნელია“, - განაცხადა გოფოძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთი სანიტარი კასპიდან არის.

ლევან გოფოძემ დღესვე ჟურნალისტებს დაუდასტურა ინფორმაცია, რომ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ერთი პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ერთი პაციენტი გადმოიყვანეს. მათ გაცალეს კლინიკა და დარჩენილი ჰყავდათ ერთი პაციენტი, რომლის ნათესავებიც ჩვენთან იმყოფებიან. ბატონმა ლევანმა ძალიან გვთხოვა, რომ გვერდში დავდგომოდით. არ შეიძლებოდა, რომ მხარი არ დაგვეჭირა ბატონი ლევანისთვის და თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისთვის. აღნიშნული პაციენტი ჩვენთან გადმოვიდა და მკურნალობას განაგრძობს.

ჩვენთან რჩება 21 პაციენტი, აქედან ერთი არის კრიტიკულ მდგომარეობაში, რომელზეც ყველა ძალიან ვღელავთ და ვზრუნავთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. ორ პაციენტს განსაკუთრებული ყურადღება და ჟანგბადის მიწოდება სჭირდება“, - განმარტა გოფოძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა