მამუკა ხაზარაძე - სააკაშვილმა სიები ალბათ, თავის პარტიაში უნდა შეადგინოს

სააკაშვილმა სიები ალბათ, თავის პარტიაში უნდა შეადგინოს , - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვას, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელო საქართველოსთვის“ დამოუკიდებელი პარტიაა და ყოველგვარ გაერთიანებულ სიებს ემიჯნება.

„სააკაშვილმა სიები ალბათ, თავის პარტიაში უნდა შეადგინოს. ჩვენ, „ლელოს“ ჩვენი გზა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა და დამოუკიდებელი პარტია ვართ. ყოველგვარ, ასე ვთქვათ, რაღაც გაერთიანებულ სიებს ვემიჯნებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს.

„ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში - ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა! ასეთია საქართველოს წინა გამოცდილებაც და ასეთია მსოფლიოს გამოცდილებაც“, - აცხადებს სააკაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა