ლევან ბოძაშვილი - არჩევნების გადადების საჭიროება არ დადგება, თუ ესტონური მოდელით ჩატარდება - ყველა პარტია დიდგულზეა და ამბობს, რომ მოიგებს, წესით ასეთი სახით არჩევნების ჩატარების, არ უნდა ეშინოდეთ

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გადადების საჭიროება არ დადგება, თუკი არჩევნები ჩატარდება ე.წ. ესტონური მოდელით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლევან ბოძაშვილმა განუცხადა, აღნიშნული მოდელი გულისხმობს, რომ არჩევნები ჩატარდეს ელექტრონული გზით, ამასთან ნარჩუნდება ფიზიკური ხმის მიცემის საშუალებაც.

ლევან ბოძაშვილის თქმით, პარტიებს წესით მსგავსი სახით არჩევნების ჩატარების არ უნდა ეშინოდეთ.

„არჩევნების გადადების საჭიროება არ დადგება თუ ის ესტონური მოდელით ჩატარდება. როგორც იცით ესტონეთი 2005 წლიდან ატარებს ელექტრონულ არჩევნებს და პარალელურად შენარჩუნებულია ჩვეულებრივი, ფიზიკური ხმის მიცემაც. ეს საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შეამციროს მასიური თავყრილობების საჭიროება არჩევნების დღეს და ასევე მეორე ტურისთვისაც, რომელიც ნოემბრის 21-ში უწევს. ამის გარდა, ათასობით ემიგრანტს მიეცემა საშუალება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ის ადამიანები, ვისაც სურვილი ექნება ფიზიკურად მისცეს ხმა ბუნებრივია, კვლავ ისარგებლებენ ამდაგვარი საშუალებით, ამავე დროს ესტონური მოდელი უპირატესობას მაინც ფიზიკურ არჩევნებს ანიჭებს, თუ ელექტრონულად ხმის მიცემის შემდეგ პირმა გადაწყვიტა ფიზიკურად მისცეს ხმა.

არჩევნები ელექტრონულად ტარდება აშშ-შიც და სხვა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის მუნიციპალურ დონეზეც. გარდა იმისა, რომ დღეს არსებული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა სრულად იყოს არჩევნები დაცული ჩარევისგან, ის ამავე დროს ამცირებს საარჩევნო ხარჯებს, და რაც ყველაზე მთავარია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში საშუალებას მოგვცემს ძალიან შევამციროთ გადადების რისკები.

რასაც ვხედავთ, ყველა პარტია დიდგულზეა და ამბობს, რომ მოიგებს არჩევნებს, ამიტომაც, წესით არ უნდა ეშინოდეთ ასეთი სახით არჩევნების ჩატარების, მით უმეტეს, რომ ფიზიკური არჩევნებიც ასევე შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა