ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრს ელჟან ბირტანოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ჰოსპიტალიზებულია. ბირტანოვი პირველი მინისტრია ქვეყანაში, რომელიც ვირუსით დაინფიცირდა .

მინისტრმა დაინფიცირების შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ ეს უსიმპტომო ფორმა არ არის, რის გამოც ინფექციურ ჰოსპიტალში იმყოფება.

მინისტრის თქმით, დაინფიცირების რისკი მაინც არსებობს იმის მიუხედავად, იცავს თუ არა ადამიანი მკაცრ ზომებს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დისტანციურად მუშაობა არ შეუძლია.

დღეის მდგომარეობით, ყაზახეთში კორონავირუსის 14 238 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულია 9056 ადამიანი, გარდაიცვალა 73 პაციენტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა