ტერიტორიულ რეზერვისტთა შეკრება საზაფხულო სწავლებით განახლდა

ტერიტორიულ რეზერვისტთა საზაფხულო შეკრება საველე ბანაკ პალდოს სასროლეთზე მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე ბატალიონის რეზერვისტთა პირადი შემადგენლობის გეგმური სწავლებით განახლდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საზაფხულო შეკრება ტერიტორიულ რეზერვისტთა ინდივიდუალური მომზადების ფაზის ბოლო ეტაპი იყო და საბრძოლო სროლებს მოიცავდა.

„ტერიტორიულ რეზერვისტებს წლის განმავლობაში საერთო ჯამში, 45 დღე უწევთ შეკრება და მომზადების გავლა. რეზერვისტებს სამუშაო ადგილი უნარჩუნდებათ და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ეთვლებათ. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი უფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის შემდეგ კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2700 ლარია.

აღმოსავლეთ საქართველოს პარალელურად, აქტიური რეზერვის გეგმური შეკრება დასავლეთის რეგიონში -სორტას ბანაკში მიმდინარეობს, სადაც მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ბატალიონის აქტიური რეზერვის გეგმური წვრთნა პირველადი დახმარების აღმოჩენას და დაჭრილი მებრძოლის ბრძოლის ველიდან გამოყვანის ტექნიკას მოიცავს“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო