გერმანიაში ავტომობილი ადამიანთა ჯგუფში შევარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

გერმანიის ქალაქ პირმაზენსში გამთენიისას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი - 51 წლის მამაკაცი ავტომანქანით რესტორანთან მყოფ ადამიანთა ჯგუფში შევარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ავარიის შედეგად, 39 წლის მამაკაცმა სასიკვდილო ტრავმები მიღო, ექვსი ადამიანი კი სხვადასხვა ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მძღოლს სისხლში ალკოჰოლის ოთხჯერ მეტი რაოდენობა დაუფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, მანამდე მისი მიზეზით ავტოკატასტროფა მოხდა, რის შემდეგაც ის ადგილიდან მიიმალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა