ბეჟან გუნავას განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა და ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას - „ქართული არჩევანი“ აფუძნებს

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ბეჟან გუნავა პარტიის რიგებს ტოვებს. როგორც გუნავამ „ინტერპრესნიუსთან საუბრისას აღნიშნა, მასთან ერთად პარტია 70-მდე ადამიანმა დატოვა.

ყოფილმა დეპუტატმა ბეჟან გუნავამ ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის „ქართული არჩევანის“ შექმნაც დააანონსა და სხვა პარტიის წევრებს მესამე მაგიდის შექმნისკენ მოუწოდა.

„გავაკეთეთ განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვებასთან დაკავშირებით, ჩემთან ერთად მთლიანმა ახალგაზრდული ფრთის გუნდმა, დაახლოებით 70-მა ადამიანმა დატოვა პარტია. ვაფუძნებთ ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელსაც დაერქმევა „ქართული არჩევანი“, რომლის მთავარი მიზანი და ამოცანა იქნება გაარღვიოს ის პოლარიზებული პოლიტიკური წრედი, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. მოვუწოდებთ, როგორც ახლად შექმნილ, ასევე ძველ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომ შეიქმნას მესამე მაგიდა. ხალხს არ სურს არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც „ქართული ოცნება“ ამიტომ, ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ არჩევანი“, - განაცხადა ბეჟან გუნავამ.

მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსის დატოვების მთავარი მიზეზი მართვის პრინციპები და გადაწყვეტილებების მიღების ფორმები იყო, „სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადგილი არ არის.“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო