დავით ჭიჭინაძე - ნიკა მელია უსამართლოდ გააგდეს პარლამენტიდან, ამიტომ სადაც ის დადგება, მე იქ კანდიდატს არ დავაყენებ

პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერის, დავით ჭიჭინაძის, განცხადებით 2020 წლის არჩევნებში მისი პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობას მიიღებს და კანდიდატებს დააყენებს ყველა მაჟორიტარულ ოლქში, გარდა იმ ოლქისა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

„ "ქართულმა ოცნებამ" ნიკა მელიას დეპუტატის სტატუსი უსამართლოდ ჩამოართვა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მან ეს სტატუსი უნდა აღიდგინოს. პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნა“, ყველგან მიიღებს მონაწილეობას და ყველგან დააყენებს კანდიდატს, შესაძლოა 2-3 ოლქის გარდა, მაგრამ, ნიკანორ მელია, სადაც დადგება იქ კანდიდატს არ დავაყენებ. იმიტომ, რომ მე ხმა არ მიმიცია მისი პარლამენტიდან გაგდებისთვის. ანუ, ეს ადამიანი უსამართლოდ გააგდეს პარლამენტიდან და რადგანაც უსამართლოდ გააგდეს, ერთი მანდატი, რომ დავუთმო არაფერი არ დაშავდება.

პირადად მე კი, ისევ ისნის რაიონში ვიბრძოლებ მაჟორიტარობისთვის და უკვე შემიძლია, ვთქვა, რომ აქ არც „ოცნებას“ არ აქვს შანსი და არც ოპოზიციას, გინდა ერთიანად, გინდ ცალ-ცალკე!“ , - აცხადებს დავით ჭიჭინაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო