თურქეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა, დაშავებულთა რიცხვი კი 18-მდე გაიზარდა

თურქეთის აღმოსავლეთით მომხდარი 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.

ერთი ადამიანი სოფელ კაინპარნარში, საპოლიციო განყოფილების კუთვნილი სადამკვირვებლო კოშკის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა.

ამასთან, როგორც ბინგოლის პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა, მიწისძვრამ დააზიანა რამდენიმე სახლი. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია 10 შენობაზე.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი და შსს მინისტრი უკვე ჩავიდნენ პროვინციაში, რათა არსებული ვითარება შეისწავლონ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ პროვინციებში, მათ შორის ერზურუმში, ტრაპიზონში, ერზანკანში, დიბირისტში, სიირტში, ელიაზიგში და მალატიაში.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიწისძვრის ეპიცენტრში გრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა