ჩინეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 39 შიდა გადაცემის შედეგია.
აღსანიშნავია, რომ ახლადდადასტურებული 49 შემთხვევიდან 36 პეკინში დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, ეპიდემიის გავრცელების დღიდან ჩინეთში კოვიდ 19-ით 83 181 ადამიანი დაინფიცირდა და 4 634 დაიღუპა.