ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა სასამართლომ ცილისწამებაში დამნაშავედ ცნო

ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა ქვეყნის სასამართლომ „კიბერ ცილისწამებისთვის“ დამნაშავედ ცნო და მას 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

საქმე ეხება 2012 წელს გამოცემა Rappler-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ბიზნესმენ ვილფრედო კენგის უკანონო საქმიანობის შესახებ იყო საუბარი.

მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ რესას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას სამართალთან არანაირი კავშირი აქვს და პრეზიდენტ როდრიგო დეტერტეს მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინებას ემსახურება.

ცნობისათვის, მარია რესა Rappler-ის დამფუძნებელია, გამოცემის რომელიც ქვეყნის პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს ხშირად აკრიტიკებს. 2018 წელს ჟურნალმა Time-მა რესა „წლის ადამიანად“ დაასახელა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო