თურქეთის ავიაციამ ერაყში ქურთი მებრძოლების პოზიციები დაბომბა

თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაცია “არწივის კლანჭი“ დაიწყო და მათი პოზიციები დაბომბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრნობით ავრცელებს.

„ოპერაცია „არწივის კლანჭი“ დაიწყო. ჩვენი თვითმფრინავები ტერორისტებს გამოქვაბულებს თავზე ამხობენ. ქურთისტანის მუშათა პარტია და სხვა ტერორისტული ელემენტები ჩვენს ხალხსა და საზღვრებს საფრთხეს უქმნიან,“- ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, თურქეთი „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო