დავით ჭიჭინაძე „ევროპულ საქართველოს“ „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს

რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად კი არა, მთავარი ოპოზიციური ძალის ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვიან, - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ოპოზიციის ქმედებებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტრიბუნადან აცნობეს, დავით ჭიჭინაძე „ევროპულ საქართველოს“ „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს.

„ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს მეორე ძალად „ევროპული საქართველო“ აქციოს, - ძალა, ვისთანაც ყველაზე მეტ კომფორტში იქნება. ამის დასტურად თუნდაც ის კმარა, რომ ყველა ფინანსური კომპანია, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ არის დაკავშირებული, ისევე წარმატებით მუშაობს დღეს, როგორც თავის დროზე.

ეს ეხება როგორც მერიის ტენდერებს, ასევე, მათ მთელი საქართველოს მასშტაბით აქვთ ბიზნესები შენარჩუნებული. როგორც ჩანს, წარსულიდან გამომდინარე ისე კარგად აქვთ კუდები გადაბმული, მხოლოდ წილები შეცვალეს. ჯერ კიდევ პრემიერ კვირიკაშვილსაც სწორედ „ევროპული საქართველო“ „ეიმედებოდა“ და ეს არც არასოდეს დაუმალავს“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა