ეროვნული ბიბლიოთეკის და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის წარმომადგენლები ახალქალაქს ესტუმრნენ

ეროვნული ბიბლიოთეკა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან ერთად ახალქალაქს ესტუმრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ახალქალაქის სამ სოფელში - კორხში, ოკამსა და ქარცეფში ქართულენოვანი ბიბლიოთეკები გაიხსნა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა სამივე სოფლის სკოლებში გამართეს შეხვედრები და პედაგოგებს ტრენინგები ჩაუტარეს როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელობაზე, ასევე Covid-19-თან დაკავშირებით. მოსახლეობას წიგნებთან ერთად ჩაუტანეს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და Covid-19-ის შესახებ საგანმანათლებლო მასალა.

„ასეთი შეხვედრები განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით. ადამიანები ბევრად უფრო მომზადებულები უნდა იყვნენ მოსალოდნელ მეორე ტალღასთან შესახვედრად. მათ უნდა იცოდნენ წესების დაცვის მნიშვნელობა. შეხვედრაც ჩატარდა ამ წესების, ხელის ჰიგიენისა და დისტანციის დაცვით. ტრენინგს ახლდა თარგმანი“, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნინო ბუაძე.

„მორიგი სამი სოფელი, მორიგი სამი ქართულენოვანი ბიბლიოთეკა - კორხი, ოკამი, ქარცეფი. შემოგვიერთდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. მათთან ერთად სამედიცინო საინფორმაციო კუთხეები მოვაწყვეთ და მასწავლებლებმა სპეციალისტებისგან შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს“, - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

მოძრაობის მხარდამჭერია კომპანია "გალფი", წიგნები შემომწირველია ჯგუფი „წიგნის ჭიები“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა