ისრაელი გოლანის მაღლობებზე ახალ დასახლებას ააშენებს, რომელსაც „ტრამპის მაღლობებს“ დაარქმევს

ისრაელი გოლანის მაღლობებზე ახალ დასახლებას ააშენებს, რომელსაც „ტრამპის მაღლობებს“ დაარქმევს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„დღეს Ramat Trump-ის ( ტრამპის მაღლობები) ასაშენებლად პირველ კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ,“- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი გეგმის განსახორციელებლად ისრაელის მთავრობამ 8 მილიონი შეკელი (2.3 მილიონი აშშ დოლარი) გამოყო. მედიის ინფორმაციით, დასახლებაში, რომელსაც დონალდ ტრამპის სახელს დაარქმევენ, ამჟამად რამდენიმე ათეული ოჯახი ცხოვრობს, პროექტის დასრულების შემდეგ კი იქ 300-მდე ოჯახი იცხოვრებს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწვეტილება დონალდ ტრამპის დაბადების დღეს გაახმოვანა.

ცნობისათვის, შარშან აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა. გოლანის მაღლობები ისრაელის არმიამ 1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს დაიკავა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა