სომხური მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის დროს ოპოზიციის ლიდერის 252 მხარდამჭერი დააკავეს

სომხეთში ოპოზიციის ლიდერის გაგიკ ცარუკიანის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე 252 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო News.am-ი ავრცელებს. როგორც სააგენტოს სამართალდამცავებმა განუცხადეს, უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტები არ დაემორჩილნენ პოლიციის სამართლიან მოთხოვნას, დაეცვათ სოციალური დისტანციის წესები და ამ გზით კორონავირუსის გავრცელების საშიშროება თავიდან აეცილებინათ.

შეგახსენებთ, კვირას დილით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ ცარუკიანის, კერძო ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. უწყების პრესსამსახურში მოგვიანებით განაცხადეს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა 60 მილიონი დოლარის ოდენობის დარღვევის ფაქტი გამოავლინა, რომელიც ბიზნესმენ დეპუტატს უკავშირდება. ცარუკიანი ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს