ლონდა თოლორაია - რამდენიმე სკოლა შევისწავლეთ, იყო შემთხვევები, როცა ბავშვების მონაცემების გადაცემა პოლიციისთვის არაკანონიერი საფუძვლით განხორციელდა

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, ზოგიერთ სკოლაში ვიდეოთვალთვალის წესები მკაცრად არ არის რეგულირებული და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ხორციელდებოდა. მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2019 წლის ანგარიში წარადგინა და აღნიშნა, რომ არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემები განსაკუთრებით ფაქიზია.

„უნდა შევეხო არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემებს. სამსახურისთვის ეს მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო. განსაკუთრებით ფაქიზია არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემები, რომელიც ასევე ბევრ ადგილზე გროვდება, თუმცა, არასრულწლოვნების შესახებ ყველაზე მეტი მონაცემი სასკოლო-საგანმანათლებო დაწესებულებეში გროვდება. წლის განმალობაში ჩვენი ინიციატივით შევისწავლეთ რამდენიმე საჯარო და ასევე, კერძო სკოლა. აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვების მონაცემები იმაზე მეტი მოცულობით გროვდება, ვიდრე ეს კანონით ან კანონქვემდებარე აქტებით არის გათვალისწინებული. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ბავშვების დოკუმენტები ისეთ ადგილზე ინახება, რომელზეც ხელი მიუწვდებათ არა მხოლოდ უფლებამოსილ პირებს, არამედ სკოლის ადმინისტრაციიდან სხვა პირებსაც, რაც რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია. ასევე, ზოგ შემთხვევაში, მკაცრად არ არის რეგულირებული ვიდეოთვალთვალის წესები და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ხორციელდებოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიდეო და სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული არასრულწლოვნების გამოსახულების ჩანაწერის შენახვის წესების დაცვა- ვის გადაეცემა ეს მონაცემები. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ამ მონაცემების გადაცემა არაკანონიერი საფუძვლით განხორციელდა მაგალითად პოლიციის დაწესებულებებისთვის“,-განაცხადა თოლორაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო