ლონდა თოლორაია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანესია

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში პირველად წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლონდა თოლორაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს გასული წლის განმავლობაში, სამსახურში განხორციელებული მნიშვნელოვანი სიახლეები და რეფორმები გააცნო.

,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანესია. პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე კონტროლისა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე მონიტორინგის პარალელურად, 2019 წელს, სამსახურს დაემატა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რამაც ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კიდევ უფრო გაზარდა. ორი ფუნდამენტური მიმართულების - პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების - ერთი უწყების ქვეშ გაერთიანება რთული ამოცანა აღმოჩნდა, თუმცა მთელი გუნდის ფაქტობრივად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობით 2019 წლის 1-ელ ნოემბერს ავამოქმედეთ საგამოძიებო მიმართულება და პარალელურად არ შეგვიფერხებია ზედამხედველობა პერსონ¬ალური მონაცემების დაცვასა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების კანონიერებაზე,“- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს