მარინა ეზუგბაია - ყველა მოქალაქისთვის, ჩვენთვის, ახლობლებისთვის, ყველა შემთხვევა უნდა განიხილებოდეს როგორც უცნობი წყარო და თავი უნდა დავიცვათ სწორად

ყველა მოქალაქისთვის, ჩვენთვის, ახლობლებისთვის, ყველა შემთხვევა უნდა განიხილებოდეს როგორც უცნობი წყარო და თავი უნდა დავიცვათ ყოველთვის სწორად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისი თქმით, შესაძლოა, ყველა ინფიცირების წყაროს მოძიება ვერ მოხერხდეს, მაგრამ ეს კატასტროფა არ არის.

“დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის წყარო ცნობილია თუ არა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, როგორც უცნობ წყაროებთან, ანუ ჩვენთვის ყველაფერი უცნობი უნდა იყოს. არ ვლაპარაკობ ახლა თუ ცნობილია წყარო, ამიტომ არ მიეკარებით თქვენ და არ გექნებათ კონტაქტი, არა, ჩვენი მოქმედება განპირობებული უნდა იყოს, როგორც უცნობი წყაროს პირთან ურთიერთობა. ეს რას ნიშნავს, რომ ვიყოთ სოციალურ დისტანცირებაში და უნდა გვქონდეს პირადი დაცვის საშუალებების სწორად გამოყენების უნარ-ჩვევები, ამიტომ ყველა მოქალაქისთვის, ჩვენთვის, ახლობლებისთვის, ყველა შემთხვევა უნდა განიხილებოდეს როგორც უცნობი წყარო და თავი უნდა დავიცვათ ყოველთვის სწორად. თუ ეს გაირკვევა, რომ ნაცნობი წყაროა, ძალიან კარგი, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს ქმედებებს. ჩვენ გავაგრძელოთ სწორად ცხოვრება, ეპიდემიოლოგები გააგრძელებენ თავიანთ კარგ მუშაობას და მოხდება ყველა წყაროს მოძიება. შეიძლება ყველას მოძიება ვერ მოხერხდეს, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი ახალი შემთხვევა, მაინც გრძელდება ზომიერი, კონტროლირებადი მატება, ეს არის ჩვენი თავდაცვა”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, კვლავ გრძელდება წყაროების მოძიება. მისივე თქმით, რამდენიმეს წყარო ცნობილია და მალე გამჟღავნდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა