სალომე სამადაშვილი - ხელისუფლებას უკიდურესად ეშინია მოახლოებული არჩევნების, ამიტომ არ მიკვირს, რომ საუბარი დაიწყო არჩევნების შესაძლო გადადებაზე

როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ხვალ, ზეგ, ოქტომბერში თუ ერთი თვის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" ელოდება გარდაუვალი პოლიტიკური კრახი. ამიტომ რაც უფრო ნაკლები წინააღმდეგობის გზით წავა ბიძინა ივანიშვილი, მით უკეთესი იქნება მისთვის,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას მოახლებული არჩევნების ეშინია, თუმცა, პანდემიას მოქალაქეთა უფლებებისა და კონსტიტუციის დასარღვევად ვერ გამოიყენებს.

"დღეს იმ ფონზე, როცა საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის ცხოვრება ყოველდღიურად მძიმდება, ხელისუფლებას უკიდურესად ეშინია მოახლოებული არჩევნების, ამიტომ არ მიკვირს, რომ საუბარი დაიწყო არჩევნების შესაძლო გადადებაზე. მე მინდა ცალსახად ვთქვა, პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები და პანდემიას საქართველოს კონსტიტიციის და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასარღვევად ვერავითარ შემთხვევაში ეს ხელისუფლება ვერ გამოიყენებს. როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ხვალ, ზეგ, ოქტომბერში თუ ერთი თვის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" ელოდება გარდაუვალი პოლიტიკური კრახი. ამიტომ რაც უფრო ნაკლები წინააღმდეგობის გზით წავა ბიძინა ივანიშვილი , მით უკეთესი იქნება მისთვის,"- განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ოქტომბრისთვის პანდემიის მეორე ტალღა იქნება, არჩევნები, შესაძლოა, დეკემბერში ჩატარდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს