ირაკლი აბესაძე - ამ ეტაპზე, ერთადერთ რაციონალურ აზრად, მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება მიგვაჩნია

„ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ოპოზიციის სტრატეგია „ქართული ოცნების" დამარცხებაა. ამის შესახებ აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინადადებას, რომლის თანახმად მან ოპოზიციას საარჩევნოდ ერთიანი სიის შექმნისკენ მოუწოდა.

აბესაძის თქმით, ხელისუფლების დამარცხებისთვის რაციონალურია შეთანხმდნენ მაჟორიტარ კანდიდატებზე.

„მაჟორიტარული არჩევნები არის არჩევნები, სადაც იმარჯვებს ერთი და ყველა სხვა ხმა არის დაკარგული. ამიტომ, „ევროპულ საქართველოს" მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მოხდეს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმების კონცენტრირება ერთ კანდიდატზე, ანუ პარტიებს შორის შეთანხმება მოხდეს. პროპორციულ არჩევნებში ოპოზიციისთვის მიცემული არცერთი ხმა არ იკარგება და ყველა ოპოზიციური პარტია მიიღებს იმდენ მანდატს, რამდენ ხმასაც აიღებს. აქ, ჩვენ მიგვაჩნია სწორედ გონივრულად და რაციონალურად, რომ ადამიანებს დავუტოვოთ არჩევანი საკუთარი მრავალფეროვანი შეხედულების შესაბამისად, თუ რომელ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერენ მხარს და შემდგომ პარლამენტში მოხდეს მთავრობის დაკომპლექტება „ქართული ოცნების" გარეშე. ამიტომ, ამ ეტაპზე ერთადერთ რაციონალურ აზრად მიგვაჩნია მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება. პირველ რიგში ეს ეხება თბილისს. კარგი იქნება, რომ ეს მოხერხდეს სხვა მსხვილ მაჟორიტარულ ოლქებში. ხოლო, რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, იქ, რა თქმა უნდა, ამომრჩეველს უნდა დავუტოვოთ არჩევანის თავისუფლება, რომ ყველა გემოვნების ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს ჰყავდეს მისთვის სასურველი პარტია, რომელსაც ის მხარს დაუჭერს", - განაცხადა აბესაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა