ბავშვთა გასართობი ცენტრების და "ივენთ" კომპანიების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით მსვლელობა გამართეს

ბავშვთა გასართობი ცენტრების და "ივენთ" კომპანიების წარმომადგენლებმა რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გარე ღონისძიებების დაშვებაა, რომელიც ამ ვითარებაში მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იქნება. ასევე, ისინი არასაბანკო ვალდებულებების გადადებას და საიჯარო ვალდებულებების შეჩერაბას ითხოვენ.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები მათი პრობლემების გასაცნობად მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ და მათ სხვადასხვა საფინანსო დაწესებულებებთან შუამავლობას სთხოვენ.

"პარასკევს, როდესაც ჩვენ გამოვედით, მთავრობიდან ვინმეს, ერთი კონკრეტული პირის გამოსვლა მოვითხოვეთ, ვინც ჩვენს საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას აიღებდა. ჩვენი მოთხოვნა იყო შემდეგი- საიჯარო ვალდებულებების შეჩერება, არასაბანკო ვალდებულებების გადადება და თუ ეს ყველაფერი ვერ მოხერდებოდა ერთადერთი იმის დაშვება, რომ გარე ღონისძიებები ყოფილიყო ნებადართული, რომ ამით მაინც შეგვენახა ჩვენი ცენტრები. რეალურად ახლაც ვითხოვთ ამ ყველაფერს, ოღონდ გვაქვს ერთი მოთხოვნა, რომ მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოვიდეს ვინმე და გაგვესაუბროს, რომ თუ რომელიმე პუნქტი ვერ ხერხდება გარკვეული მიზეზების გამო, ის მაინც გვითხრან, როდის ველოდოთ პასუხს. როცა ამდენი პარკი და ამდენი სკვერი ასე გრანდიოზულად იხსნება, გარე ღონისძიება წესით ნებადართული უნდა იყოს. ამ ყველაფერს მივასალემებით, მაგრამ ეს ჩვენი აქციის მიმართ დამცინავი ნაბიჯია",-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით გაფრინდაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო