ლონდა თოლორაია - ფარული სატელეფონო მიყურადებისა და ჩაწერის მიმართულებით სასამართლოს მიერ 1362 განჩინება გაიცა - შეჩერების მექანიზმი 98 შემთხვევაში გამოვიყენეთ

ფარული საგამოძიებო მოქმედებების უმეტესი ნაწილი შეეხება სატელეფონო ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას. ამ მიმართულებით სასამართლოს მხიდან 1362 განჩინება გაიცა, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელმაც პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

„რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, იცით, რომ ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლია. 2019 წელს სასამართლოებმა გასცეს 2279 განჩინება და შესაბამისად, ამდენივე შუამდგომლობა დააკმაყოფილეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით. ფარული საგამოძიებო მოქმედებების უმეტესი ნაწილი შეეხება სატელეფონო ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას. ამ მიმართულებით სასამართლოს მხიდან 1362 განჩინება გაიცა. ფაქტობრივად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ნებართვის განჩინებების რაოდენობა თითქმის იგივეა, რაც წინა წელს იყო. ჩვენ მონიტორინგის განხორციელების პროცესში გვაქვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეჩერების უფლებამოსილებაც და ეს შეჩერების მექანიზმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2019 წელს 98 შემთხვევაში გამოიყენა. შეჩერების მექანიზმის გარდა, ვამოწმებთ შესაბამის უწყებებს, რამდენად კანონიერად ხორციელდება ეს მოქმედებები, ვამოწმებთ ინფრასტრუქტურას, მისი ჩატარების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობასთან, ვგულისხმობ სისხლის სამართლისა და ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონმდებლობას. ჩატარებული შემოწმების შედეგად დავადგინეთ სამართალდარღვევის 4 ფაქტი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს“,-განაცხადა თოლორაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო