ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ძეგლებს არ ჩამოაგდებს და საკუთარ ისტორიას არ წაშლის

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის რასიზმის წინააღმდეგია, თუმცა კოლონიური ხანის ადამიანების ძეგლების ჩამოგდებას მხარს არ უჭერს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა France24-ი ავრცელებს.

„საფრანგეთის რესპუბლიკა საკუთარი ისტორიიდან არანაირ კვალს და სახელს არ წაშლის. საფრანგეთი თავის ძეგლებს არ ჩამოაგდებს. ჩვენ ჩვენს ისტორიას ერთად უნდა შევხედოთ, განსაკუთრებით აფრიკასთან მიმართებაში, იმისათვის, რომ სიმართლე ვიპოვოთ და არა იმისთვის, რომ უარ ვთქვათ იმაზე, რაც ვართ,“- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისივე თქმით, აუცილებელია „რესპუბლიკური პატრიოტიზმის ირგვლივ გაერთიანება“, ვინაიდან საფრანგეთი არის ერი, სადაც ყველას „მიუხედავად მათი წარმომავლობისა და რელიგიისა, საკუთარი ადგილის პოვნა შეუძლია.“

ცნობისათვის, აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ საფრანგეთში რასიზმისა და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. პოლიციასა და უმცირესობებს შორის არასათანდო დამოკიდებულების ფაქტები პარიზში შაბათს 15 000-ზე მეტმა დემონსტრანტმა გააპროტესტა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა