ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, 68 საქმიდან 10 საქმეზე გამოძიება შეწყვეტილია, სამართალდამცავი ორგანოს 5 წარმომადგენლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

16 გამომძიებლის საშუალებით 2019 წელს დაწყებულ საქმეებზე 1200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩავატარეთ, გამოიკითხა 700-ზე მეტი პირი, დათვალიერდა 250-მდე ობიექტი,- ამის შესახებ სახელმწიფო ინპექტორმა ლონდა თოლორაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის სამართალდამცავი ორგანოების 5 წარმომადგენლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.

სახელმწიფო ინსპექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მისი სამსახურისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოძიების სწრაფად დაწყება, არამედ საგამოძიებო მოქმედებების სწრაფად ჩატარება.

„გამოვითხოვეთ 180-ზე მეტი ვიდეოჩანაწერი და დოკუმენტი. ჩატარდა ასევე, 34 ჩხრეკა და 13 საგამოძიებო ექსპერიმენტი. ჩვენ ვითხოვთ ვიდეოჩანაწერებს ყველა იმ ლოკაციიდან, სადაც შეიძლება დაფიქსირებულიყო არა მხოლოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, არამედ სადაც შეიძლება იყოს რაიმე ხელშესახები გარემოება გამოძიებისთვის. ჩვენთვის ასევე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება არის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვა, ვინაიდან საქმეები, რომლებიც ჩვენ გვაქვს წარმოებაში, ძირითადად შეეხება ფიზიკური ძალადობის ფაქტებს. ამიტომ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვუნიშნავთ ექსპერტიზას სავარაუდო მსხვერპლებს, რომლებიც მათ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებენ. 2019 წელს დაინიშნა 59 სამედიცინო ექსპერტიზა. 68 სისხლის სამართლის საქმიდან 10 სისხლის სამართლის საქმეზე, ამ ეტაპზე, შეწყვეტილია გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ხოლო 5 პირის მიმართ, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მიმართ, დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა“,-განაცხადა თოლორაიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა