ლონდა თოლორაია - მსხვერპლთა 30% აცხადებს, რომ ფიზიკური ძალადობა ავტომანქანაში მოხდა, სამართალდამცავების მანქანების შიდა პერიმეტრზე ვიდეოკამერები დამონტაჟებული არ არის

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, წარმოებაში არსებულ საქმეებზე მსხვერპლთა 30% აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენა და ფიზიკური ძალადობა ავტომანქანაში განხორციელდა. ლონდა თოლორაიას განმარტებით, სამართალდამცავი ორგანოების ავტომანქანების შიდა პერიმეტრზე ვიდეოკამერები დამონტაჟებული არ არის.

„გამოწვევა არის სამსახურისთვის ვიდეოკამერების მოპოვება. სამწუხაროდ, საქმეთა დიდ ნაწილზე ჩვენ არ გვაქვს ვიდეოკამერები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის უტყუარად დადგენა, რეალურად აქ დანაშულის ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - ადმინისტრაციულ შენობებში ყველა პერიმეტრს არ ფარავს კამერები, რომლებიც განთავსებულია ამ შენობებში, ზოგჯერ კამერების ჩანაწერების ხარისხი არის ძალიან დაბალი და შეუძლებელია პირთა და ასევე ქმედებების იდენტიფიცირება. ასევე, ჩვენს წარმოებაში არსებულ საქმეებზე მსხვერპლთა 30% აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენა და ფიზიკური ძალადობის განხორციელება მოხდა ავტომანქანაში და ავტომანქანის შიდა პერიმეტრს არ ფარავს კამერები, არ არის დამონტაჟებული სამართალდამცავი ორგანოების ავტომანქანების შიდა პერიმეტრზე,“- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა