რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 8 246 ადამიანი დაინფიცირდა, 143 კი  გარდაიცვალა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 246 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 537 210-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთში ვირუსით კიდევ 143 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 7 091-ს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დღემდე კორონავირუსისგან 284 539 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა