მარიამ ქვრივიშვილი - ერთ-ერთი რეკომენდაცია შიდა მოგზაურებისთვის არის ის, რომ განთავსდნენ ისეთ სასტუმროებში, რომლებიც შემოწმებულია და შესაბამისი ნებართვაც გაცემულია

თუკი განთავსების ობიექტები/სასტუმროები ინსპექტირებას გაივლიან წარმატებით, მათ ოპერირების განხორციელების და შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მიღების შესაძლებლობა ექნებათ,- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ობიექტებს პირველ ეტაპზე შემოწმების გავლა მოუწევთ.

„თუკი განთავსების ობიექტი, როგორც მეწარმე, არ რეგისტრირდება, აქამდე არ არის დარეგისტრირებული ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე, მას არ ჰქონია დღვანდელ დღემდე ჩატარებული ინსპექტირება და ნებართვა არ აქვს მინიჭებული, ეს არის კანონდარღვევა. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი რეკომენდაცია ჩვენი შიდა მოგზაურებისთვის არის ის, რომ ძალიან სწორად შეაფასონ ის ვითარება, რომელიც კოვიდ19-თან მიმართებით გვაქვს და რა თქმა უნდა, იმოგზაურონ და განთავსდნენ ისეთ სასტუმროებში, რომლებიც შემოწმებულია და შესაბამისი ნებართვაც გაცემულია," - განაცხადა ქვრივიშვილმა.

როგორ მან აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აღნიშნულ სიას დღის განმავლობაში გაასაჯაროვებს.

რაც შეეხება საოჯახო სასტუმროებს, ქვრივიშვილის თქმით, იგივე პრინციპი იქნება საოჯახო სასტუმროების შემოწმებასთან დაკავშირებითაც.

„ჩვენ განსხვავება არ გვაქვს მიდგომებს შორის, ეს ეხება საოჯახო, საშუალო თუ მსხვილ სასტუმროებს. პრინციპი არის ერთი, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანცირებას, ზედაპირების ხშირ დამუშავებს, სამზარეულო ტერიტორიაზე განსაკუთრებულ ყურადღებას, ოთახების დალაგების პრინციპს," - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე
ბათუმში „მაგნიტის“ ახალი ფორმატის ფილიალი - „მაგნიტი მაქსი“ გაიხსნა
რომში “ინტელიექსპრესის” ახალი ფილიალი გაიხსნა