პოლიციამ ვანში სექსუალური შევიწროების ფაქტზე ერთი პირი გამოავლინა

პოლიციამ ვანში სექსუალური შევიწროების ფაქტზე ერთი პირი გამოავლინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და განმარტავს, რომ მომჩივანი ქალია, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში მეზობელ მამაკაცს ადანაშაულებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სექსუალური შევიწროების ფაქტზე 1976 წელს დაბადებული ს.ჯ. გამოავლინეს.

ვანის რაიონულ სამმართველოს მიმართა ქალმა, რომელიც მიუთითებდა მეზობლად მცხოვრები მამაკაცის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ.

პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებების შედეგად დაადგინა, რომ ს.ჯ.-მ ვანში, ერთ-ერთ ქუჩაზე, 1981 წელს დაბადებული ნ.ჯ.-ის მიმართ სექსუალური შევიწროება განახორციელა. კერძოდ, ს.ჯ.-მ დაზარალებული ქალის მიმართ გამოიყენა სექსუალური ხასიათის ფრაზები და მის წინაშე განახორციელა სექსუალური ხასიათის ქცევა, რაც ამ უკანასკნელისთვის დამამცირებელი და ღირსების შემლახავი იყო.

სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტები და ს.ჯ. სექსუალური შევიწროების ჩადენის ფაქტზე სამართალდამრღვევად ცნო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს.ჯ.-ს 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს