ორ დღეში შემოწმებული 26 კვების ობიექტიდან, რეკომენდაციების დარღვევის გამო, 16 კომპანია ჯამში 160 000 ლარით დაჯარიმდა

ორი დღის განმავლობაში შემოწმებული 26 კვების ობიექტიდან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევის გამო 16 კომპანია ჯამში 160 000 ლარით დაჯარიმდა. როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, ინსპექტირების პროცესი გაგრძელდება.

მისივე თქმით, თვითმიზანი არა კომპანიების დაჯარიმება, არამედ პრევენციაა.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც კვების ობიექტებზე რეკომენდაციების დარღვევა ფიქსირდებოდა. შაბათ-კვირის განმავლობაში კვების ობიექტების ინსპექტირებები განხორციელდა. ჯამში 26 კომპანია შემოწმდა, 16-მა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა,10 კი სრულად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. თითოეული მათგანის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა 10 000 ლარის ლარის ოდენობით და შესაბამისად, ჯამში საჯარიმო სანქციებმა 160 000 ლარი შეადგინა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სანქცირება ჩვენი ან სახელმწიფოს თვითმიზანი არაა. გეგმურ ინსპექტირებამდე ჩვენ 11 400 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება განვახორციელეთ, თუმცა დავდექით იმ უკიდურესი აუცილებლობის წინაშე, რომ სანქცირება გამოგვეყენებინა და ამით მოგვეხდინა პრევენცია. აზრს კარავს ყველანაირი რეგულაცია, თუ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება. ინსპექტირებები გაგრძელდება და თითოეულ მეწარმეს მოვუწოდებ, დაიცვან ფუნდამენტური რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელია,“-აღნიშნა ფერაძემ.

რაც შეეხება სასტუმროებს, ბექა ფერაძის თქმით, დარეგისტრირებულია 939 სასტუმრო, აქედან 150 მიეცა საქმიანობის უფლება, 175-მა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, ხოლო დანარჩენმა დრო ითხოვა ინსპექტირებამდე. „მინდა სასტუმრო სექტორს მოვუწოდო, რომ რეგისტრაცია და შესაბამისი სტანდარტების დაცვა აუცილებელ პირობას წარმოადგენს და გამოიყენონ პერიოდი, რომელიც აქვთ,“-აღნიშნა ფერაძემ.

იხილეთ ვიდეო: ორ დღეში შემოწმებული 26 კვების ობიექტიდან, რეკომენდაციების დარღვევის გამო, 16 კომპანია ჯამში 160 000 ლარით დაჯარიმდა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს