„თელასი” საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას

კომპანია „თელასი“ საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ყოველწლიური კონკურსის მონაწილე გახდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” კომპანია „თელასიდან” აცნობეს.

კომპანიის ცნობით, კონკურსი ტარდება მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით.

„თელასის” ინფორმაციით, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესება ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ საქართველოში პირველად 2019 წელს დაწესდა. სს „თელასს“, ნომინაციაში მსხვილი არაფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში არიან დაშვებული, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო გადაეცა.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოში ამგვარი პროექტები ხორციელდება. ჩვენთვის დიდი პატივი იყო ამ ნომინაციაში გამარჯვება. თელასის“ საქმიანობა მაქსიმალურად გახსნილია და გამჭვირვალეა აქციონერთათვის, ინვესტორებისათვის, ბიზნეს-პარტნიორებისა და საზოგადოებისათვის“, - განაცხადა „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს