ფინანსთა მინისტრის მოადგილე - „სტოპკოვ ფონდის“ ფულს მაშინ გამოვიყენებთ, როცა ამის საჭიროება დადგება

133 მილიონი ლარი ხელუხლებლად რომ დევს ფონდში, ხელუხლებლად შეგეძლოთ დაგედოთ ნასესხები სხვა ფული, მაგრამ ამას ივანიშვილი არ გახარჯვინებთ. ისე შეიძლება დამთავრდეს საბიუჯეტო წელი, რომ ამას არ მოაკლდეს არცერთი თეთრი, როგორც კი დამთავრდება ოქტომბერში არჩევნები, ერთი დღით ადრე მოხსნის და წაიღებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ფრაქციის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები იხილება.

მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ფონდში ბიზნესმა ფული შეიტანა, იმისთვის, რომ იმავე წუთას დარიგებოდა ხალხს.

„133 მილიონი რომ გაგენაწილებინათ თვითდასაქმებულებზე, 400 ათასი თვითდასაქმებული მიიღებდა 300 ლარს. ფონდი როგორ შეიძლება ბიუჯეტის ფული იყოს?! ბიზნესს შეეკითხეთ თქვენ, ბიუჯეტისთვის მოგცათ ფული? 33 მილიონი? ივანიშვილის 100 მილიონს თავი დავანებოთ, შეიძლება უკან წაიღოს ეს ფული. რა პირობით მოგცათ ბიზნესმა ეს ფული? მაშინ როცა მოქალაქეებს უჭირდათ და სასწრაფოდ ფული ჩარიცხა. თუ საჭიროება არ იქნა, ივანიშვილი 100 მილიონს წაიღებს უკან? როდის გამოიყენებთ ამ ფულს? ხელუხლებელი რატომ არის ივანიშვილის ფული? აგერ, 90 თუ 95 ათასი ადამიანი რომ არის თვითდასაქმებული და სამუშაოდაკარგული, იმათი კომპენსაციისთვის რატომ არ გაიღეთ ეს ფული? ბიუჯეტში რომ არის ჩადებული ის დაგერეზერვებინათ და ეს დაგეხარჯათ. არ გაძლევთ ამაზე ივანიშვილი ხელისხლების უფლებას, წაიღებს უკან. როგორც 80 მილიონი წაიღო, ხომ მუშაობდით სამინისტროში, კახეთი რომ დაისეტყვა და მანქანები ივანიშვილმა გვიყიდაო და ტყუილი რომ აღმოჩნდა. ეს ფული ივანიშვილმა უკან წაიღო და ასევე წაიღებს უკან ამას. 133 მილიონი ლარი ხელუხლებლად რომ დევს, ხელუხლებლად შეგეძლოთ დაგედოთ ნასესხები სხვა ფული, მაგრამ ამას ივანიშვილი არ გადებინებთ და არ გახარჯვინებთ. ისე შეიძლება დამთავრდეს საბიუჯეტო წელი, რომ ამას არ მოაკლდეს არცერთი თეთრი, როგორც კი დამთავრდება ოქტომბერში არჩევნები, ერთი დღით ადრე მოხსნის და წაიღებს. რატომ არ ხარჯავთ?"- მიმართა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს.

გოცირიძეს გიორგი კაკაურიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ ხარჯვით ნაწილში პირდაპირ არის გაწერილი, რომ ეს ფული შეიძლება დაიხარჯოს მხოლოდ პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის ან მისგან დაზარალებულების დასახმარებლად.

„საბედნიეროდ კარგი კანონმდებლობა გვაქვს იმისთვის, რომ ყველანაირი შემოსულობა უნდა აღირიცხებოდეს. ეს ფული ბიუჯეტისთვის არ არის, ეს ფული არის იმისთვის, რომ მოქალაქეებს დავეხმაროთ იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტი საჭიროება იქნება. არავინ ამ ფულს უკან არ წაიღებს, ეს არის ბიუჯეტში შემოსული თანხა. ამ ფულს მაშინ გამოვიყენებთ, როცა ამის საჭიროება დადგება. ეს ფული არ არის დარეზერვებული. ბიუჯეტშია ჩადებული. ეს ფული არ არის ივანიშვილის. ეს არის სტოპკოვ ფონდის ფული, რომელიც ბიუჯეტში შემოსულობებში აისახა. ხარჯვით ნაწილში პიდაპირ არის გაწერილი, რომ შეიძლება დაიხარჯოს მხოლოდ პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის ან მისგან დაზარალებულების დასახმარებლად. ეს ორი მიმართულება აქვს. ბიუჯეტში შემოსული ფული არასდროს უკან არავის წაუღია. ამ 133 მილიონი ლარის წაღების თეორიული შანსი არ არსებობს, საკანონმდებლო დონეზე ამის შანსი არ არსებობს," - აღნიშნა კაკაურიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა