ეროვნული ბანკის პროგნოზირებისა და პოლიტიკის ანალიზის სისტემის მთავარი ინსტრუმენტი დადებითად შეფასდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის პროგნოზირებისა და პოლიტიკის ანალიზის სისტემის მთავარი ინსტრუმენტი დადებითად შეფასდა.

„საქართველოს ეკონომიკის მოდელი GEMO ეროვნული ბანკის პროგნოზირებისა და პოლიტიკის ანალიზის სისტემის მთავარი ინსტრუმენტია. მის შედეგებს, მაკროეკონომიკური ცვლადების პროგნოზის სახით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე დიდი ზეგავლენა აქვს. შესაბამისად, ამ მოდელის სანდოობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ტობიას ცვიკი (PhD - ეკონომიკის დოქტორი) საქართველოს ეროვნულ ბანკს ტექნიკური დახმარების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის მოდელის (GEMO) გარე შეფასებისთვის 2019 წლის აგვისტოს ეწვია. ის ამჟამად შვეიცარიის ეროვნულ ბანკის უფროსი ეკონომისტია, მანამდე კი ფედერალური სარეზერვო ბანკის (აშშ) საბჭოში ეკონომისტის თანამდებობა ეკავა. მას მოდელების შემუშავებასა და ანალიზში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ტობიას ცვიკის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ GEMO თეორიულად, ინსტიტუციონალურად და ემპირიულად თანმიმდევრული მოდელია. ის ითვალისწინებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ძირითად არხებს საქართველოს ეკონომიკის გარკვეულ მახასიათებლებთან ერთად; ასევე, ასახავს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხედულებებს ეკონომიკის შესახებ. პროგნოზების ანალიზმა აჩვენა, რომ GEMO მოდელი საქართველოს ძირითადი ეკონომიკური ცვლადების პროგნოზირებას კარგად ართმევს თავს. გარე შეფასების თანახმად, პროგნოზი განსაკუთრებით ზუსტია ინფლაციისთვის, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განხორციელების პროცესში მთავარი ცვლადია. შეფასება, ასევე, მოიცავს რეკომენდაციას მოდელის ზოგიერთი განტოლების დიზაინისა და განვითარების შესახებ,”-ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო