პროკურორის განცხადებით, გიორგი რურუას დაცვის მხარის მოწმების ჩვენება არაფრისმომცემი იყო და მათ სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ

„მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას ბრალდების საქმის პროკურორი ვასილ სამხარაძე აცხადებს, რომ დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმების ჩვენება არაფრისმომცემი იყო და მათ სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

„არცერთმა მათგანმა საქმისთვის მნიშვნელოვანი და შემხებლობის მქონე ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

არცერთმა მათგანმა არ იცოდა გიორგი რურუას მარშრუტი, თუ როგორ დატოვა მან რუსთაველის ქუჩა, რა მიმართულებით გაემგზავრა, არ იცოდნენ თანმხმლები პირების შესახებ, ჰყავდა თუ არა და ვინ იყვნენ ეს თანმხლები პირები. ასევე, არ იცოდენ ინახავდა თუ არა ავტომობილში რაიმე ნივთს, სხვა ნივთს და პირადად რა ნივთებს ფლობდა. სამივე მოწმის ჩვენება ერთგვაროვანი და არაფრის მომცემი იყო. არცერთ მოწმეს უთქვამს, რომ რურუასთან დიდი დრო გაატარეს. უბრალოდ ახსენეს, რომ აქციაზე იმყოფებოდნენ“, - განუცხადა ვასილ სამხარაძემ ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე გირგი რურუას ბრალდების საქმეზე დაიკითხა დაცვის მხარის სამი მოწმე: „ევროპული საქართველოს" წევრები: ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი და ლევან თარხნიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა