„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა პროკურატურას მიმართეს

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა გიგლა მიქაუტაძემ, ანა ნაცვლიშვილმა და საბა ბუაძემ გენერალურ პროკურატურას ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას სატელევიზიო ინტერვიუს საფუძველზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს და უწყებაში შესაბამისი განცხადება შეიტანეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პირდაპირი მინიშნება გააკეთა სახელმწიფო კომპანიებში არსებულ სისტემურ კორუფციაზე და სქემებზე, რაზეც, ასევე, დიდი ხანია საუბრობს პარტია „ლელო საქართველოსთვის“.

„ლელოს“ ლიდერების განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე, გენერალური პროკურატურა ვალდებულია ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის მიერ მასმედიით გაჟღერებულ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით აწარმოოს გამოძიება. ამგვარად, გამოძიების წარმართვა პროკურატურის არა დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ კანონისმიერი ვალდებულებაა.

„ასობით სახელმწიფო საწარმო წარმოადგენს რეალურად ნეპოტიზმისა და კორუფციის წყაროს, წლებია, ამაზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი. ამაზე საუბარი ჩვენ, „ლელომ“ შექმნის პირველივე დღეს დავიწყეთ.

ორი დღის წინ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ინტერვიუში პირდაპირ მოვისმინეთ საუბარი ჩინოვნიკებზე, რომლებიც სარგებელს იღებენ ამ კორუფციული სქემებიდან და ამაზე რეაგირება არის ნული. ეს უნდა დასრულდეს ოქტომბერში.

ხელისუფლება შეიცვლება და ყველა ეს სქემა ჩამოიშლება და სახელმწიფო საწარმოები მოემსახურება ეკონომიკას. მათი დიდი ნაწილის პრივატიზება მოხდება, ხოლო ის საწარმოები, რომელიც დარჩება სახელმწიფოს ხელში, იქნება მოგებაზე ორიენტირებული და სახელმწიფო ბიუჯეტი მათგან მიიღებს სარგებელს“, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა