ვახტანგ ლომჯარია - ქვეწარმავლის ნაკბენის უმრავლესობა გვხვდება ხელზე, როდესაც ადამიანები ცდილობენ მათ დაჭერას - არ ვეცადოთ დაჭერას, გამოვიძახოთ შესაბამისი სამსახურები

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, ვახტანგ ლომჯარიას ინფორმაციით, მაისის მეორე ნახევრიდან სააგენტოში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით ზარების რაოდენობა რადიკალურად გაიზარდა, თუმცა აჟიოტაჟის შექმნის საფუძველი არ არსებობს.

მისივე განცხადებით, ქვეწარმავლების თავდასხმისგან თავის ასარიდებლად ყველამ უნდა მოუაროს საკუთარ ეზოს და მოახდინოს ნარჩენების მართვა.

„მაისის მეორე ნახევრიდან, უცებ დათბობასთან ერთად, რადიკალურად გაიზარდა ჩვენთან ზარების რაოდენობა და შეიქმნა აჟიოტაჟი, თუმცა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. საქართველოში არის უამრავი არეალი, სადაც ქვეწარმავლები ბინადრობენ ბუნებრივად. უნდა მოვუაროთ ჩვენს ეზოს და მოვახდინოთ ნარჩენების მართვა, რომ მღრნელები არ მომრავლდნენ, რასაც მოყვება შემდეგ ქვეწარმავალიც. თუ წავაწყდებით ქვეწარმავალს, მნიშნველოვანია, რომ მისი მიმართულებით არ ვიმოძრაოთ, გადავდგათ ნაბიჯი უკან და გავეცალოთ. ნაკბენების უმრავლესობა გვხვდება ხელზე, როდესაც ადამიანები ცდილობენ მათ დაჭერას. არ ვეცადოთ მათ დაჭერას, გამოვიძახოთ შესაბამისი სამსახურები, სპეციალისტები და ჩვენი მობილური ჯგუფი 24 საათის განმავლობაში მზად არის მოგემსახუროთ,“ - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა