ორივე სამედიცინო პერსონალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა

ორივე სამედიცინო პერსონალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რიცხვი მათ კლინიკაში 11-ს შეადგენს.

მისივე განმარტებით, მედპერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, გოფოძის თქმით, განსაკუთრებით მძიმე 1 პაციენტი ჰყავთ, რომელიც მართვით სუნთქვაზეა.

“26 კოვიდინფიცირებული პაციენტი გვყავს, გუშინდელი ანალიზების მიხედვით, 5 პაციენტი დაგვემატა, აქედან 3 ცხელების ცენტრიდან და 2 მედდაა. განსაკუთრებით მძიმე 1 პაციენტი გვყავს, ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუთქვაზეა. ასევე გვყავს 2 განსაკუთრებით საყურადღებო პაციენტი, მათ პნევმონია აქვთ დადასტურებული სხვადასხვა ხარისხის და ისინიც არიან რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა მართვითი სუნთქვა არ სჭირდებათ, მხოლოდ ჟანგბადი მიეწოდებათ წნევის პირობებში.

რაც შეეხება მედპერსონალს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, რაიმე მძიმე გამოვლინება ამ დაავადების არც ერთს არ აქვს, მაგრამ ჩვენთან არიან და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. 11 მედპერსონალია ჯამში ჩვენი დაინფიცირებული, ასევე 11 მედპერსონალია კარანტინში, გარდა ამისა, კონტაქტების მოძიება პარალელურად მიმდინარეობს. დანარჩენი ახალი 3 ინფიცირებული პაციენტების კლასტერის მოძიება მიმდინარეობს. მე როგორც ვიცი, მათი კონტაქტები მეტ-ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ეს გუშინ საღამოს დადასტურდა და ამ კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად. მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ 1 პაციენტი საჭიროებს მეტ ყურადღებას იმიტომ, რომ იქაც პნევმონიაა და ეს პაციენტით გადავა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში”, - განაცხადა გოფოძემ.

ცნობისთვის, ეს 2 მედდა ბოლო 24 საათში დადასტურებულ 15 შემთხვევაში შედის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს