ლევან გოფოძე - მედპერსონალის შემთხვევაში კლასტერების მოძიება რომ დაიწყო, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ვარაუდი გამოთქვა, რომ გარედან შემოტანილი ინფექცია იყო, ახლა ამის მტკიცება, ცოტა ძნელია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში უსაფრთხოების ნორმების ცვლილება არ იგეგმება.

„მედპერსონალის შემთხვევაში კლასტერების მოძიება რომ დაიწყო, ასეთი ვარაუდი გამოთქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, რომ ეს გარედან შემოტანილი ინფექცია იყო. ახლა ამის მტკიცება ცოტა ძნელია. ჩვენ უსაფრთხოების ნორმების ცვლილებას არ ვგეგმავთ, რადგან პროტოკოლი, რომლითაც 3,5 თვის განმავლობაში ვმუშაობდით, აბსოლუტურად შეუვალი იყო კოვიდ ინფექციისთვის. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შესაძლებლია გარედანაც მოხდა ამის ვირუსის შემოტანა, სხვა მხრივ, დღესაც ვინც მუშაობს, პროტოკლს სრულად იცავს და ვერაფერს დავუმატებთ. საბედნიეროდ „სკაფანდრიდან“ დაწყებული, დაცვის ყველა საშუალებით დასრულებული, ჩვენი მედპერსონალი უზრუნველყოფილია. არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც არ გვქონდა და ამის გამო მოხდა ინფიცირება. ყოველთვის, ყველგან არის დამცავი საშუალებები, სხვა არის თუ ვინმემ ეს წესი დაარღვია. რა თქმა უნდა, თუ დარღვევის შემთხვევები გამოვლინდება, შესაბამის ზომებს მივიღებთ. ამ ეტაპზე ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს“,-განაცხადა გოფოძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 879 გახდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა