გია ვოლსკი - განცხადებები, რომ დამარცხების შიში გვაქვს და ამიტომ ვცდილობთ არჩევნები დეკემბრისთვის გადავიტანოთ, არალოგიკურია - არ მინდა სიტყვა „სისულელე“ გამოვიყენო

პირველი ვიცე- სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის ვარაუდი, რომ მმართველ პარტიას არჩევნებში დამარცხების შიში აქვს და მის დეკემბერში შესაძლო ჩატარებაზე ამიტომ საუბრობს, არალოგიკურია.

როგორც ვოლსკი ამბობს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ "ქართული ოცნება" არ იღებს და ამაში ოპოზიციაც მონაწილეობს.

"არჩევნების ვადის გადაწევა შეიძლება მხოლოდ იმ სიტუაციაში, როცა საგანგებო ვითარებაა. საგანგებო ვითარება თუ შეიქმნა სახელმწიფოში, ამას მარტო "ქართული ოცნების" პარტიული „ლიდერშიპი“ კი არ დაადასტურებს, ეს იქნება საქვეყნოდ აღიარებული თემა, მათ შორის, ჩვენი ოპონენტების მიერ. ცდილობენ ეს რეალობა გამოიყენონ პოლიტიკური განცხადებებისთვის და ამბობენ, თითქოს "ქართულ ოცნებას" არჩევნების დეკემბერში ჩატარება აწყობს. საზოგადოება სასიკვდილო საფრთხის წინაშე არ უნდა დადგეს, ეს თვითონაც კარგად იციან. არც მალავენ, ამბობენ ამას, მაგრამ ჟურნალისტების საყურადღებოდ ამატებენ, თითქოს "ქართულ ოცნებას" უნდა გადაწევა. დამარცხების შიში გვაქვს და რაც უფრო გვიან დამარცხდებიან უკეთესიაო? - არალოგიკურია, არ მინდა სიტყვა „სისულელე“ გამოვიყენო," - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოქტომბრისთვის ვირუსის მეორე ტალღა იქნება, შესაძლოა, არჩევნების დეკემბერში ჩატარება გახდეს საჭირო. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" პანდემიის თემით მანიპულირებას ცდილობს და არჩევნების ჩატარების დეკემბრისთვის გადაწევას იმის გამო ცდილობს, რომ წაგების ეშინია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს