19 ივნისიდან პარლამენტის კომიტეტებში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყება

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 19 ივნისიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა დაიწყება. როგორც თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა პირობას შეასრულებს და ცვლილებებს მხარს დაუჭერს. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში ყველა ის რეკომენდაციაა დაცული, რაც ეუთო/ოდირმა საქართველოს მისცა.

„მომდევნო კვირა არის სასესიო კვირა და ეს არის საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული კვირა. შემდგომში უკვე მოგვიწევს რიგგარეშე სესიის ფარგლებში მუშაობა ივლისში. წინ გვაქვს მნიშვნელოვანი კანონპროექტები საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული და სხვა არაერთი პრიორიტეტული საკითხი. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვვლილებების საყოველთაო საჯარო განხილვას, ის დასრულდა ამ კვირაში. საჯარო განხილვების ვადა, რომელიც კანონმდებლობითაა მოცემულია, ერთთვიანი, მთავრდება 18 ივნისს, შესაბამისად, 19 ივნისიდან შეგვიძლია გადავიდეთ საკომიტეტო განხილვებზე, ასევე ჩავატაროთ კენჭისყრები, რაც, როგორც გვაქვს დაგეგმილი, ივნისის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ჩვენი პირობა, რა თქმა უნდა, შესრულდება, ამ ცვლილებებს ექნება ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა და ამის შემდეგ უკვე დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც საარჩევნო კოდექსს ეხება და პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც ეუთო/ოდირმა მისცა საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, რაზეც შეთანხმება მიღწეულია, ასახული იქნება ამ ცვლილებებში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა