ახალგაზრდობის სააგენტომ და ევროპის საბჭომ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე მიმართული ერთობლივი პროექტები განახორციელეს

ახალგაზრდობის სააგენტომ და ევროპის საბჭომ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე მიმართული ერთობლივი პროექტები განახორციელეს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს.

ახალგაზრდობის სააგენტო მადლობას უხდის ევროპის საბჭოს პარტნიორობისთვის და ახალგაზრდობის სტრატეგია 2025–ის ფარგლებში ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის დაწყებას აანონსებს.

„საქართველო 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის მაისის ჩათვლით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იყო. ამ პერიოდში ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტს ახალგაზრდობა და ახალგაზრდული სექტორის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენდა. მიმდინარე წლის იანვარში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რეზო ჩარკვიანმა წარადგინა და ისაუბრა "ევროსაბჭოს ახალგაზრდული სტრატეგია 2030"-ზე, რაც განსაზღვრავს ახალგაზრდობის სტრატეგიას მთელი ევროპის მასშტაბით, მომავალი 10 წლის მანძილზე. აღნიშნული გავლენას საქართველოს ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზეც იქონიებს, რომელიც ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემაზე, განვითარებასა და ჩართულობაზეა ორიენტირებული. ამ მიზნების განხორციელებისთვის ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოში მდგრად და შედეგებზე ორიენტირებულ ახალგაზრუდული სფეროს ეკოსისტემას, ევროპული მოდელით ნერგავს.

იხ. სააგენტოს ხელმძღვანელის რეზო ჩარკვიანის მიერ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სტრატეგია 2030“ წარდგენისას წარმოთქმული სიტყვა https://bit.ly/2XBrLnA

თავმჯდომარეობის ფარგლებში ევროპის საბჭოსთან პარტნიორობით ახალგაზრდობის სააგენტომ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა:

- 2019 წლის სექტემბერში „ევროპის საბჭომ“ საქართველოში მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის თემაზე ექსპერტთა მისია მოავლინა, რომელსაც ახალგაზრდობის სააგენტომ უმასპინძლა.

ოქტომბერში ახალგაზრდული სამეთვალყურეო საბჭოს (CDEJ) სამმართველო ბიუროს წევრად, 2 წლის ვადით სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ქრისტინა კაპანაძე შეირჩა.

ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სადამკვირვებლო კომიტეტი (CDEJ) 50 ქვეყნის ახალგაზრდულ საკითხებზე პასუხისმგებელ სამთავრობო უწყებებს აერთიანებს.

ნოემბერში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა ახალგაზრდობისთვის“ და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, ორდღიანი საერთაშორისო სემინარი გაიმართა თემაზე: „ახალგაზრდული საქმიანობის (YOUTH WORK) შესაძლებლობების განვითარება აღმოსავლეთ ევროპაში“ https://bit.ly/2Uh5p90

ნოემბერშივე, 30 ქვეყნის მონაწილეობით ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით ახალგაზრდობის ჩართულობისა და „მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის“ თემაზე მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გამართა.ექსპერტების რეკომენდაციებით საქართველოში „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ შექმნა “Advisory Council on Youth” მოდელით გადაწყდა.ღონისძიების შემაჯამებელი ვიდეო: https://web.facebook.com/watch/?v=589281718587961

თებერვალში, ქალაქ სტრასბურგში, მუნიციპალიტეტების ახალგაზრდულ სექტორში მომუშავე საჯარო მოხელეებისა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლისთვის ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, „50/50“–ზე პრინციპით, 5 დღიანი ტრენინგი გაიმართა. რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების - „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, რაც, ისევე როგორც მთლიანად სააგენტოს რეფორმა, მიმართულია ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნაზე, სააგენტომ ტრენინგზე 10-ვე რეგიონის საპილოტე მუნიციპალიტეტის 15 სამთავრობო და 15 არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი წარადგინა. ამის შემდეგ ისინი ადგილზე გაუწევენ კოორდინაციას ახალგაზრდულ პოლიტიკას. https://bit.ly/370Oo8b

ახალგაზრდობის სააგენტო მადლობას უხდის ევროპის საბჭოს პარტნიორობისთვის და ახალგაზრდობის სტრატეგია 2025–ის ფარგლებში ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის დაწყებას აანონსებს. მიმდინარე წლის 22-24 სექტემბერს, ახალგაზრდობის სააგენტო ევროპის საბჭოს ახალგაზრდული პოლიტიკის ექსპერტთა დელეგაციას უმასპინძლებს, რომელიც საქართველოში ახალგაზრდობის სტრატეგია 2025–ის სამუშაო ვერსიისთვის რეკომენდაციების მოსამზადებლად ჩამოვა. მანამდე, ექსპერტთა გუნდი სტრატეგიის შემუშავების პროცესში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება და სააგენტოს ონლაინ კონსულტაციებს გაუწევს.

საქართველოს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ შემაჯამებელი ვიდეო იხილეთ: https://bit.ly/30KjdwO “,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა